„მაჟორიტარული სისტემის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ თუკი პროპორციული სისტემისას აიღებდი ხმების გარკვეულ რაოდენობას, ვთქვათ, 48-49 %-ს, ამას ემატებოდა ავტომატურად მაჟორიტართა რაოდენობა და, შესაბამისად, ამა თუ იმ პარტიის წარმომადგენლობითი პროცენტი იზრდებოდა პარლამენტში. ამას თვლიდნენ უსამართლოდ“, -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ტვ „მაესტროს“ ეთერში.
ვიცე-სპიკერის თქმით, ეს საკამათო თემაა. „თუკი რომელიმე პარტიამ მოიგო და თუკი ეს პარტია არის მაჟორიტარებითაც წარმოდგენილი და პროპორციულადაც , რატომ არ უნდა დამეტოს? მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ეს თემა დღის წესრიგიდან მოვხსნათ.
გავითვალისწინეთ შიდა სიტუაცია, ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციები და დღეს პროპორციულ არჩევნებში გასულებს, გამარჯვებულებს ავტომატურად კი არ დაემატება შენივე პარტიის მაჟორიტარული შემადგენლოვბა, არამედ ჩაანაცვლებს იმ რაოდენობას, რომელიც პროპორციული სისტემით ჰქონდა წარმოდგენილი. ხელისუფლების ჩამკეტ 41 %-ს უნდა გადასცდეს, რომ გქონდეს ხელისუფლების დაკომპლექტების საშუალება. ამას დაემატება ¼ . რთული სისტემაა, მაგრამ საზოგადოებასთან იყო საკმაოდ ვრცელი შეხვედრები. დღესდღეობით უკვე პროპორციულ სისტემაში გამარჯვებულები ვერანაირად ვერ შეცვლიან იმ პროცენტულ ბალანსს, რაც პარტიამ აიღო არჩევნებში. ანუ მაჟორიტარული და პროპორციული სისტემა ერთობლივად გამოხატავს, თუ რა ნდობა აქვს და მხარდაჭერა აქვს ამა თუ იმ პარტიას, პარალმენტში რომ იყოს წარმოდგენილი. პრაქტიკულად, ეს საკითხი გადავწყვიტეთ და მოველოდით, რომ ფართო კონსენსუსით მიღებული ეს გადაწყვეტილება სულ მცირე პარლამენტში იქნებოდა მხარდაჭერილი ოპონენტის მიერ. ოპოზიციის მხრიდან საბოტაჟი და დესტრუქცია ახლავს უკვე, სამწუხაროდ, ამ ჯერარდაწყებულ საარჩევნო პროცესებს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.