logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ოპოზიციას სათქმელი არაფერი აქვს, ამიტომაც საუბრობენ მხოლოდ ჩვენზე
- +

20 ივლისი. 2020. 23:29

 

 

 

ვიცი, რომ „ქართული ოცნება“ მოიგებს , - ამის შესახებ რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სამგორის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საღამოს ნიუსრუმში“ განაცხადა.

 

სოზარ სუბარის თქმით, მმართველი პარტია ოპოზიციაზე საუბარს არ აპირებს, რადგან საქმეა გასაკეთებელი.

 

ეს ისინი არიან ჩვენზე რომ უნდა ილაპარაკონ, ჩვენ მათზე ლაპარაკს ნამდვილად არ ვაპირებთ. საქმე გვაქვს საკეთებელი. 8 წელი რასაც ვაშენებდით, იმას სჭირდება განმტკიცება და წინსვლა და ამას კარგად ხედავს ქართველი ამომრჩეველი.

 

რაც შეეხება, ოპოზიციის წარმატების ფორმულებს, ასეთი ფორმულა არ არსებობდა და ამიტომაც ლაპარაკობენ ისინი ჩვენზე. ერთხელ მაინც ილაპარაკონ საკუთარ თავზე, რა გაუკეთებიათ და რისი გაკეთების შანსი აქვთ. აღმოჩნდება, რომ სათქმელი არაფერი აქვთ ამიტომაც ლაპარაკობენ მხოლოდ ჩვენზე და კი ბატონო, ილაპარაკონ, არ გავინტერესებს მათი ნალაპარაკევი“, - განაცხადა სუბარმა.

 

კითხვაზე, რამდენად იყო ჩართული ბიძინა ივანიშვილი მაჟორიტარობის კანდიდატების შერჩევაში, სუბარი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის თავმჯდომარე და ის ჩართული იყო ყველა გადაწყვეტილებაში.

 

ცნობისთვის, დღეს პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა, მათ შორის, რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, რომელიც სამგორის რაიონში იყრის კენჭს.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner