საქართველო ავადმყოფი რომ იყოს, რა დიაგნოზს დაუსვამდით? – ამ კითხვით მიმართა ლევან რატიანს „იმედის” ჟურნალისტმა რუბრიკაში „პირადი ნივთები”.
პანდემიის წინააღმდეგ წარმატებული მებრძოლი ექიმი ამბობს, რომ საქართველოს დიაგნოზს ორი სიმპტომი აქვს – სიზარმაცე და ბოროტება, თუმცა ლევან რატიანი ამბობს, რომ ეს განკურებადია.
„საერთოდ, დიაგნოზი სიმპტომთა კომპლექსია, რომლიც აყალიბებს დაავადებას. წამყვანი დიაგნოზი ქვეყნის არის ის, რომ შრომა არ გვიყვარს, მეორე არის ის, რომ ამ სიზარმაცის შედეგად საქმის ბოლომდე მიყვანა გვიჭირს.
თუ ვერ ვახერხებთ მიზნის მიღწევას, სხვებს ვაბრალებთ, ამიტომ, აღმოვფხვრიდი სიზარმაცეს და ბოროტებას, დავნერგავდი სიყვარულს. საქართველოს დაავადებები განკურნებადია“,- ამბობს ლევან რატიანი.
რაც შეეხება პანდემიასთან ბრძოლას, რატიანის თქმით, კორონავირუსთან ბრძოლის შედეგებით აშშ-ს პრეზიდენტთან იტრაბახებდა.
„ბატონო ტრამპ, ჩვენ ეს შევძელით“, – აცხადებს ლევან რატიანი.