„ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლიდან ყველაზე მნიშვნელოვან თეზისებს ავრცელებს.
„ის, რაც სრულიად ბუნებრივი იყო ჩვენი ხელისუფლებისთვის ამ წლების განმავლობაში, კრიზისის დროს უბრალოდ, უკეთ გამოჩნდა
✔ ჩვენმა ხალხმა უკეთ დაინახა, რომ ჰყავს მზრუნველი და ეფექტიანი ხელისუფლება, რომლისთვისაც ადამიანი და მისი სიცოცხლე ყველაზე ღირებულია. ასეთი იყო „ქართული ოცნება“ და ასეთად დარჩება ყოველთვის
✔ დარწმუნებული ვარ, საპარლამენტო არჩევნებში ,,ქართული ოცნება“ კვლავ დამაჯერებლად გაიმარჯვებს
✔ მადლობა ჩვენს ეპიდემიოლოგებსა და ექიმებს, მადლობა „ქართული ოცნების“ გუნდს, რომელმაც თავდაუზოგავად იმუშავა და ქვეყანა დიდ განსაცდელს აარიდა.
✔ განსაკუთრებული მადლობა ჩემს ხალხს, რომელმაც მაღალი საზოგადოებრივი კულტურა აჩვენა, ენდო ხელისუფლებას, და მის გარშემო გაერთიანდა
ჩვენ ყველამ ერთად შევიტანეთ წვლილი იმაში, რომ საქართველოს დღეს ვირუსისგან თავისუფალ, მწვანე ზონად მოიხსნიებენ
✔ განათლება და ეკონომიკური კეთილდღეობა - სწორედ ეს იქნება „ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმა და მიზანი მომდევნო წლების განმავლობაში
✔ საქართველომ, ბოლო რვა წლის განმავლობაში, შეინარჩუნა მშვიდობა, სტაბილურობა და დამსახურებულად ჩაეწერა უსაფრთხო ქვეყნების მოწინავე რიგებში
✔ მუდამ ერთგული ვართ ევროპული და ევროატლანტიკური კურსის, რომელიც ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ განაპირობა და რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტია
✔ ჩვენ მშვიდობიანად, ნდობის გაჩენის, შერიგებისა და პატივისცემის აღდგენის გზით, უნდა შემოვაბრუნოთ ჩვენკენ აფხაზი და ოსი ძმები
✔ ჩვენ ისეთი ხელისუფლებაც გვყოლია, რომელმაც თავისი უგუნურობით ისიც კი ვერ მოახერხა, რომ ქვეყნისთვის აეცილებინა კრიზისი და არათუ დაიცვა მოსახლეობა განსაცდელისაგან, არამედ ბედის ანაბარა მიატოვა ხალხი.
გვახსოვს, როგორ გარბოდნენ ზოგიერთები ბრძოლის ველიდან, და ქვეყნიდანაც კი. ეს ის ტრავმაა, რომელიც ჯერაც არ მოუშუშებია ჩვენს ხალხს
✔ კვლავაც ერთად ვიაროთ ჩვენი ერთიანი და ძლიერი, ჩვენი საოცნებო საქართველოსკენ! კვლავაც ერთად, საქართველოს წარმატებისთვის!
- ბიძინა ივანიშვილი“