logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: დღეს დასახელებულ კანდიდატებს საზოგადოების მხრიდან ყველაზე მეტი მხარდაჭერა აქვთ
- +

21 ივლისი. 2020. 02:53

 

„ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პარტია, რომელსაც რეალურად აქვს შესაძლებლობა, რომ 2020 წელს უმრავლესობით მოვიდეს.

 

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

 

კახა კალაძის განცხადებით, ეს არის პარტია, რომელსაც საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს.

 

რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებს, დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა, ყველა ოლქში ჩვენ გვყავდა 4-5 კანდიდატი, რომლის გატესტვა მიმდინარეობდა როგორც ერთმანეთთან, ასევე სავარაუდო ოპონენტებთან მიმართებით და დღეს დასახელებული კანდიდატები არიან ის ადამიანები, რომლებსაც საზოგადოების მხრიდან კონკრეტულ ოლქებში აქვთ ყველაზე მეტი მხარდაჭერა. მათ აქვთ ძალიან დიდი რესურსი და შესაძლებლობები, რომ არჩევნებში პირველივე ტურში მოიგონ.

 

შერჩევის პროცესში ძირითადი ყურადღება ეთმობოდა: პროფესიონალიზმს, პატიოსნებას. არიან გამოცდილი კანდიდატები, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელები იყვნენ, საქმიანობდნენ პარლამენტში და ასევე არიან გუბერნატორები.

 

მთლიანობაში, ყველა მოთხოვნა და დაკვეთა, რომელიც მოდის საზოგადოების მხრიდან, მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული და დარწმუნებული ვარ, რომ ყველას აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ პირველივე ტურში მოიგონ არჩევნები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

„ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დღეს წარადგინა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner