ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„დავით გამეზარდაშვილი დღეს, 21 ივლისს, 100 წლის გახდა.
დავით გამეზარდაშვილი
(1920-1985)
1920 წლის 21 ივლისს ჭიათურის რაიონის სოფელ კაცხში დაიბადა დავით გამეზარდაშვილი - ქართველი კრიტიკოსი, ჟურნალისტიკის ისტორიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1958), პროფესორი (1959), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1973).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1941 წელს.
1944 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ახალი ქართული ლიტერატურის კათედრის ასისტენტი; 1947-1951 წლებში - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურის გამგე; 1953-1954 წლებში - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; 1955 წელს - ახალი ქართული ლიტერატურის კათედრის გამგე; 1956-1957 წლებში - შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი; 1959 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის კათედრის გამგე.
*
სურათებზე: 1. დავით გამეზარდაშვილი და დავით მჭედლიშვილი; 2. დავით გამეზარდაშვილი, დავით გვრიტიშვილი და შოთა მესხია“