logo_geo
eng_logo
ცოტნე ზურაბიანი: კონგრესმენ კიზინგერის განცხადებამ აჩვენა, რომ დესტრუქციული ოპოზიციის ყველა მცდელობა ყოველთვის კრახით დასრულდება
- +

21 ივლისი. 2020. 21:29

 

 

 „კონგრესმენ ადამ კიზინგერის ბოლო განცხადებამ ორი მნიშვნელოვანი რამ გვიჩვენა კიდევ ერთხელ და ძალიან აშკარად: დესტრუქციული ოპოზიციის ყველა მცდელობა, სიცრუითა და დეზინფორმაციით, მათ შორის, ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე თავდასხმებით მიაღწიონ მერკანტილურ პოლიტიკურ მიზნებს, ყოველთვის კრახით დასრულდება“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის წევრი, ცოტნე ზურაბიანი კონგრესმენ ადამ კიზინგერის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესება კონგრესში განხილვის თემა არასდროს ყოფილა.

 

 „და მეორე, ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია, ამერიკელი ხალხი და სახელმწიფო გვერდით გვიდგას განვითარების პროცესში, და ეს არასდროს დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“,- განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.​

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner