ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო პროკურატურამ ე.წ.სამხედრო სასამართლოს გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის რაშიდ კანჯი-ოღლის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა.
არსებული ინფორმაციით, ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯი-ოღლი ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან დაითხოვეს.
კანჯი-ოღლის წინააღმდეგ გამოტანილია დადგენილება განზრახ მკვლელობის მუხლით.
დე-ფაქტო სამხედრო პროკურატურის ცნობით, რაშიდ კანჯი-ოღლის საქმე შემდგომში გადაეცემა სასამართლოს.
რაშიდ კანჯი-ოღლი საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას განზრახ მკველობაშია ბრალდებული. ტრაგიკული შემთხვევა 19 მაისს, სოფელ ხურჩაში მოხდა.