logo_geo
eng_logo
უკრაინაში ავტობუსის გამტაცებელი დააკავეს
- +

21 ივლისი. 2020. 23:21

 

 

უკრაინაში, ქალაქ ლუცკში ავტობუსის გამტაცებელი დაკავებულია და მძევლები გაათავისუფლეს. ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის შს მინისტრზე არსენ ავაკოვზე დაყრდნობით იუწყება. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ მინისტრმა „ტვიტერზე“ დაწერა და ფაქტის ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნა.

 

ტერორისტს დაახლოებით 10 საათის განმავლობაში, 20 მძევალი ჰყავდა აყვანილი.

 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ავტობუსში მძევლების აყვანის ფაქტს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner