დაკარგული 23 წლის გოგონას, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და მეზობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს. შეკრებილი საზოგადოება სამართალდამცველებს და გამომძიებლებს გულგრილობაში ადანაშაულებს.
დაკარგული გოგონას დედის განცხადებით, უკვე მეოთხე დღეა იგი არანაირ ინფორმაციას არ იღებს საგამოძიებო ორგანოებიდან. არც მისი შვილის და არც ავტომობილის კვალი არსად ჩანს.
ფონიჭალაში საავტომობილო გზა ბლოკირებულია.
თამარ ბაჩალიაშვილი ბოლოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გოლთეთის ცენტრში ნახეს.
სწორედ ამ ადგილიდან ქრება ახალგაზრდა გოგოს კვალი. ვერსად პოულობენ მის ავტომობილსაც.