„ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა, რომ პარლამენტის წევრი გავმხდარიყავი ან პოლიტიკოსი, იმ ჭრილში, რასაც ახლა გაერთიანებულ ოპოზიციაში ვუყურებ ხალხს, რომლებიც დაახლოებით 30 წელია ერთად არიან და ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ტრიალებენ. ჩემი მიზანი იყო, იმ საქმეში, რომელსაც ვემსახურები, შეძლებისდაგვარად ხელშემწყობი საშუალება ყოფილიყო პარლამენტი, რომ ეს იდეები განმეხორციელებინა პარლამენტის საშუალებით. იმიტომ, რომ ვხედავდი, საკანონმდებლო ბაზა, დამოკიდებულება უფრო მეტის საშუალებას იძლეოდა, რომ ჩვენს სფეროში რაღაცები გამოსწორებულიყო“,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მიხეილ ყაველაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მიხეილ ყაველშვილის თქმით, მისი მიზანია იმ მნიშვნელოვაბი პროექტების განხორციელება და დასრულება, რომელიც დაწყებულია და ადამიანების ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობას ემსახურება.
„მიზანი ის არის, რომ არ ვჩერდები ხოლმე. საყოველთაო ჯანდაცვა, რითაც ვამაყობთ, რომ ამდენი ადამიანი გადარჩა, დაახლოებით ამდაგვარ პროექტს გვინდა ჩავუყაროთ საფუძველი, რომ გადარჩენილი ადამიანების ჯანსაღ ცხოვრებაზე ვიყოთ ორიენტირებული და რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავებული და ამის ფუნდამენტს ვქმნით.“,-განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.