„გლდანის ამომრჩეველს ექნება საშუალება გააკეთოს საკუთარი არჩევანი ისეთ ადამიანზე, ვისაც უფრო მეტი გამოცდილება და უფრო მეტი რესურსი აქვს იმუშაოს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სოციალური პრობლემების მოგვარების კუთხით, ჯანდაცვის მიმართულებით, ინფრასტრუქტურის კუთხით და ა.შ. საბოლოო ჯამში, ყველაფერს ნახავთ არჩევნების შედეგებით, რომელიც 31 ოქტომბერს იქნება და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მე ჩემს გუნდთან ერთად მივაღწევ წარმატებას“, - განაცხადა „რუსთავი 2“- ის ეთერში გლდანის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა, ლევან კობიაშვილმა.
მისივე თქმით, პარლამენტში რადგან არის სპორტის და ახალგაზრდობის კომიტეტი ეს იმას ნიშნავს, რომ ვინმე ამ დარგიდან უნდა იყოს პარლამენტში წარმოდგენილი და „ქართული ოცნების“ გუნდს ჰყავს ასეთი ადამიანები.
ლევან კობიაშვილმა, ასევე აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, მისი მაჟორიტარობის პერიოდში, გლდანის რაიონში იმდენი პროექტი განხორციელდა, რაც არ გაკეთებულა არასდროს გლდანში.
„2016 წელს ხალხმა გადაწყვიტა, რომ მე ვყოფილიყავი გლდანის მაჟორიტარი და მე მგონი, რომ ძალიან სწორადაც გადაწყვიტა. ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა და აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის მარტო ჩემი დამსახურება. მე ნამდვილად ვერ შევძლებდი ამ ყველაფერს, რომ არა გუნდი, იგივე დედაქალაქის მერია, იგივე კახი კალაძე, იგივე გამგეობა და სხვა სტრუქტურები და ა.შ. ეს არის ყველას ერთიანი ნამუშევარი და წარმატება. შესაბამისად, ეს არის ის, რაც ჩემს უკან დგას და ადამიანებმა იციან რისი შესაძლებლობა და რესურსი გამაჩნია პირადად მე. აქედან გამომდინარე, თითოეული ადამიანი გადაწყვეტს ვინ უნდა, რომ მისი წარმომადგენელი იყოს პარლამენტში“, - აღნიშნა გლდანის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა.
ლევან კობიაშვილის განცხადებით, მისი არჩევის შემთხვევაში, მომდევნო ოთხის წლის განმავლობაში ის კიდევ უფრო აქტიური იქნება და კიდევ უფრო მეტს გააკეთებს თითოეული მოქალაქისთვის.