logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გველის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები
- +

22 ივლისი. 2020. 01:16

 

 

ჩვენ ვთქვით, რა იყო „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები და ეს იყო წარმატება - წარმატებულად განვლილი ცხოვრება, საქმიანობა, გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით და სხვადასხვა სფეროში.  “, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტვ „იმედის“ ეთერში. მისი თქმით,  30-ვე მაჟორიტარობის კანდიდატს სწორედ წარმატება გამოარჩევს.

 

 

წარმატებას აქვს თავისი მიზეზი, თავისი საფუძველი. ეს საფუძველი არის კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი, ღირსება, საქმისადმი სწორი დამოკიდებულება და, ასევე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სიყვარული საქმის, ქვეყნის და იმ უბნის თუ  რეგიონის, რომელსაც კანდიდატები უნდა წარმოადგენდნენ უკვე მეათე მოწვევის პარლამენტში. ჩვენ წინ გველის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები 31 ოქტომბერს და დარწმუნებული ვართ,  მათ შორის,  ამ კანდიდატების სიძლიერის გათავლისწინებით, მივიღებთ ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას ამ არჩევნებში“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

როგორც მან აღნიშნა,  საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიებითაც  გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ ერგება იმ რეკომენდაციებს, რომელსაც იძლევიან ექიმები.

 

 

 

წინა არჩევნებში, 2012-2013 წელს,  2016-2017 წელს ჩვენ გვქონდა მასშტაბური ღონისძიებები. 2016 წელს ქუთაისში 30 000 მხარდამჭერით გავხსენით საარჩევნო კამპანია. ამ შემთხვევაში (პანდემიის პირობებში) მოგვიწია კორექტივების შეტანა კამპანიის დაგეგმვაში და, დაახლოებით, 300 ადამიანი ესწრებოდა ღონისძიებას. თუმცა ჩვენ  სხვადასხვა ფორმატს, კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად  ბევრ მოქალაქემდე, ყველა ამომრჩევლამდე მივიდეს ის გზავნილები, რომელსაც გააჟღერებს „ქართული ოცნება“. ეს გზავნილები დაკავშირებული იქნება ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებასთან მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ამაზე უნდა ვესაუბროთ საზოგადოებას და ჩვენი კამპანია ამაზე იქნება აგებული. ეს იქნება ძალიან პოზიტიური კამპანია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციამ რეალურად ვერაფერი თქვა წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით.

 

ეს არის ერთ-ერთი ნათელი დასტური იმისა, რომ ჩვენ წარვადგინეთ ძალიან ღირსეული სია და ვერც ვერაფერს იტყოდნენ. ჩვენ სათითაოდ შეგვიძლია გავყვეთ ყველა კანდიდატს. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, თუ რა გამოარჩევს ამ ადამიანებს.  დავით სერგეენკოზე რომ ვისაუბროთ, მის სახელს უკავშირდება ორი უმნიშვნელოვანესი ინიციატივის წარმატებული დაგეგმვა და განხორციელება. ეს არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და Cჰეპატიტის პროგრამა. აქ საუბარი არ არის მცირე პროგრესზე. საუბარია იმაზე, რომ ათიათასობით სიცოცხლე გადარჩა და ასიათასობით ადამიანმა შეინარჩუნა ჯანმრთელობა, რაც იყო სერიოზული პრობლემა 2012 წლამდე“,-  განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მან დავით სერგეენკოს გარდა კიდევ რამდენიმე კანდიდატზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, მიხეილ ყაველაშვილზე.

 

 

 

მიხეილ ყაველაშვილი ჩვენი კოლეგაა.  უკვე 4 წელია ერთად ვმუშაობთ საქართველოს პარლამენტში, და თუ ვინმე მოუსმენს მიხეილ ყაველაშვილს, როცა ის საუბრობს თავის ხედვებზე, მაგალითად, ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებასთან, სპორტის განვითარებასთან დაკავშრებით, მაგალითად, ნაძალადევის მოსახლეობა თუ ამას მოისმენს, ის აიღებს 100%-დარწმუნებული ვარ, რადგან ამ საუბრიდან ჩანს მისი გულწრფელობა, პატრიოტიზმი და დამოკიდებულება იმ საქმის მიმართ, რომელსაც აკეთებს.  ის ასე უდგებოდა თავის საქმეს, როცა იყო ძალიან წარმატებული სპორტსმენი, ქვეყნის ჩემპიონი და ასეთივე წარმატებული იყო, როცა შემოვიდა პოლიტიკურ პროცესში“,-აღნიშნა „ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა.

 

 

მან ისაუბრა ასევე მაჟორიტარობის კანდიდატის - ნოდარ ტურძელაძის შესახებ.

ეს არის ადამიანი, რომელზეც ცუდს ვერავინ იტყვის. შეიძლება ენას ძვალი არ ჰქონდეს, მაგრამ ადამიანს აქვს ცხოვრების გზა ისე განვლილი, რომ არ მგონია, ცუდის მთქმელი ვინმე იყოს, თუ დემაგოგიას არ მოვისმენთ კონკრეტული პოლიტიკური ძალების მხრიდან. სათქმელი არაფერი აქვთ მათ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სათქმელი  თითოეულ კანდიდატთან დაკაბვშირებით და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი კანდიდატები ესაუბრონ საზოგადოებას მათ ხედვებთან დაკავშირებით“, - განაცხადა  ირაკლი კობახიძემ.​

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner