„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიკერძოებაში ადანაშაულებს. ბრეგაძის თქმით, ეკა გიგაური გრანტებს საეჭვო გზებით იზიდავს, რაც საბოლოო ჯამში საქართველოს სახელმწიფოს დიდძალ ზიანს აყენებს.
„საერთაშორისო გამჭირვალეობა ანუ კაპიტან გიგაურის კანტორა, რომ დილეტანტიზმის და უცოდინარობის ცენტრია ეს არახალია. თუმცა უფრო მნიშვნელოვანია თუ როგორ ახერხებს თაღლითი ეკა გიგაური უცხოელი დონორების გაბრიყვებას და მილიონიანი გრანტების დაცანცვლას.
სრული იმბეცილობა, გაუნათლებლობა, არაადექვატურობა, ყოველივეს დასადასტურებლად ერთ თვალსაჩინო მაგალითს მოგიყვანთ- გიგაურის კანტორის კვლევაში ცალკე თავადაა გამოყოფილი ეს ტექსტი - “ დიმიტრი ლორთქიფანიძის პოლიტიკიდან წასვლა და „ქართული მარშის“ ლიდერად გამოჩენა საეჭვოდ ემთხვევა პრიმაკოვის ცენტრში მის დირექტორად დანიშვნას და აძლიერებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ნეონაცისტური ძალების გააქტიურება სწორედ რუსულ ინტერესებში შედის“, – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაში. - სრული დებილიზმი, ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძე არასოდეს არ ყოფილა, არ არის ქართული მარშის ლიდერი, არც წევრი, მას აქვს თავისი პოლიტიკური გზა, რომლის ლიდერიც თავადაა და აკეთებს თავის საქმეს. ზემოთ აღნიშნული ტექსტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სოროსისტული არასამთავრობოების ფლაგმანი საერთაშორისო გამჭვირვალეობა არის სიცრუეზე და ცილისწამებაზე აგებული მახინჯი წარმონაქმნი, რომლის მთავარი დანიშნულებაა სიყალბე, ყალბი ინფორმაციების გავრცელება და მილიონიანი გრანტების კორუფციული გზით ხელში ჩაგდება !!! ამ ე.წ. კვლევამ და უკიდეგანო მოღალატეობამ, დილეტანტიზმმა კიდევ უფრო დამარწმუნა, რომ ქართული მარშის მოთხოვნა - აიკრძალოს უცხოეთიდან არასამთავრობოების დაფინანსება, აიკრძალოს სოროსის ფონდის საქმიანობა, აუცილებელია და სასწრაფოდ განსახორციელებელი !!!“- წერს ბრეგაძე.