„ტაბულას” მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ოპოზიციას მიმართავს:
„ბიძინამ დღეს თავისი დენდროლოგიური ხომ გამოფინა?
ხოდა აი ამის შემდეგ, ოპოზიციაში ვინც ვერ მიხვდება, რომ გონებას წიხლი მიაჭიროს და მიხვდეს, რომ მინიმუმ 15 ოლქში, სადაც განსაკუთრებით სუსტი კანდიდატი ყავს ოცნებას – ერთი უკონკურენტო ოპოზიციური კანდიდატი გამარჯვების რეცეპტია, დიდი ბოდიშის მოხდით – უკიდურესად გამოუცდელია, ან მავნებელი.
ვერცერთი მოდიხართ უმრავლესობით ხალხო.
მოუკლავი დათვის ტყავიდან დიდის მოხევაზე ფიქრი უკან არ დაგრჩეთ – შეიძლება არაფერი შეგრჩეთ.
მთავრობას მაინც ვერცერთი შეკრავთ, ერთმანეთის გარეშე – იმაზე იზრუნეთ, რომ პირველ ტურში სურათი დიდწილად გაირკვეს და ოპოზიცია მეტი მანდატით იყოს!” – წერს ჩერგოლეიშვილი