logo_geo
eng_logo
თამარ ჩერგოლეიშვილი: ამის შემდეგ, ოპოზიციაში ვინც ვერ მიხვდება, რომ გონებას წიხლი მიაჭიროს, მავნებელია
- +

22 ივლისი. 2020. 02:29

 

 

„ტაბულას” მთავარი რედაქტორი  თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ოპოზიციას მიმართავს:

 

 

ბიძინამ დღეს თავისი დენდროლოგიური ხომ გამოფინა?

ხოდა აი ამის შემდეგ, ოპოზიციაში ვინც ვერ მიხვდება, რომ გონებას წიხლი მიაჭიროს და მიხვდეს, რომ მინიმუმ 15 ოლქში, სადაც განსაკუთრებით სუსტი კანდიდატი ყავს ოცნებას – ერთი უკონკურენტო ოპოზიციური კანდიდატი გამარჯვების რეცეპტია, დიდი ბოდიშის მოხდით – უკიდურესად გამოუცდელია, ან მავნებელი.

 

ვერცერთი მოდიხართ უმრავლესობით ხალხო.

მოუკლავი დათვის ტყავიდან დიდის მოხევაზე ფიქრი უკან არ დაგრჩეთ – შეიძლება არაფერი შეგრჩეთ.

 

მთავრობას მაინც ვერცერთი შეკრავთ, ერთმანეთის გარეშე – იმაზე იზრუნეთ, რომ პირველ ტურში სურათი დიდწილად გაირკვეს და ოპოზიცია მეტი მანდატით იყოს!” – წერს ჩერგოლეიშვილი

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner