logo_geo
eng_logo
რიმა ბერაძის შუამდგომლობით, აჭარის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა
- +

23 ივნისი. 2016. 11:36


დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრი რიმა ბერაძე ამავე რაიონის გამგებელთან ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად, აჭარის ქუჩის N10-ის მცხოვრებლებს შეხვდა.


აღნიშნულ მისამართზე დეპუტატის შუამდგომლობითა და რაიონის გამგეობის მხარდაჭერით  მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, მოეწყო სპორტული მოედანი და გაუმჯობესდა საცხოვრებელი გარემო.


რიმა ბერაძის თქმით, შეხვედრისას საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც დაიგეგმა.


აჭარის ქუჩის N10-ში ოც წელზე მეტია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული და სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახები ცხოვრობენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner