logo_geo
eng_logo
კონტრაბანდული ოქროს ზოდების უკანონოდ გადატანის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს
- +

23 ივნისი. 2016. 11:49


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების უკანონოდ გადატანის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქე რამინ ნაბიევი დააკავა.



საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე, საზღვრის კვეთის დროს ცდილობდა უკანონოდ გადაეტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, კონტრაბანდული ოქროს ზოდები და უმაღლესი სინჯის ოქროსაგან დამზადებული საიუველირო ნაწარმი, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს 55 000 ლარს.



საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული საზღვრის კვეთის დროს დააკავა.


საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით 5-დან 7-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner