logo_geo
eng_logo
„ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“, – რა წერია თამარ ბაჩალიაშვილის მიერ ოჯახის მიმართ დატოვებულ წერილში
- +

22 ივლისი. 2020. 16:58

 

 

 

„პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ ავტომანქანაში, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, სამართალდამცველებმა ამოიღეს მის მიერ ოჯახისთვის დატოვებული წერილი.

 

„ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“, – წერია ოჯახის მიმართ დატოვებულ წერილში.

 

„პრაიმტიამის“ ინფორმაციით, ავტომანქანიდან ამოღებულია სხვადასხვა ტიპის მედიკამენტი.

 

ამოღებული ნივთმტკიცებულებების შესახებ „პრაიმტაიმი“ შსს-ს დაუკავშირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რა სახის მტკიცებულებებზეა საუბარი.

 

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა დღეს თეთრიწყაროში მწყემსმა იპოვა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner