„საერთაშორისო სავალუტო ფონდის" პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა, რომ რუსეთის ეკონომიკა ზრდას უკვე წელს დაიწყებს. მისი თქმით, რუსეთის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა ამ ეტაპზე არ არსებობს.
„რუსეთის ეკონომიკაზე პოზიტიური პროგნოზი არ გვაქვს. ჩვენ კვლავ მივიჩნევთ, რომ რუსული ეკონომიკა შეკუმშვას გააგრძელებს", - განაცხადა კრისტინ ლაგარდმა.
მსოფლიო ბანკის ექსპერტების შეფასებით, რუსეთში სიღარიბეში მცხოვრებ მოქალაქეთა რაოდენობა 19 მილიონს შეადგენს.