„კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვაცხადებ: ოქრუაშვილი საზოგადოებისათვის საშიში ადამიანია და აბსოლუტურად სამართლიანი იქნება, რომ ბუტას საქმეზე ციხეში შეაბრუნონ!“ - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ განაცხადა.
„რომელ პოლიტიკურ დევნაზეა ლაპარაკი, როცა ოქრუაშვილი ჩემი შვილის მკვლელობის საქმეზე ციხეში კარგა ხნის წინათ უნდა ჩაესვათ!
მას სიმართლე რომ ეღიარებინა და ეთქვა, როგორ მოხდა ყველაფერი, ნამდვილად მივუტევებდი და პრეტენზიაც აღარ მექნებოდა, მაგრამ ამის ვაჟკაცობაც არ ეყო!
კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვაცხადებ: ოქრუაშვილი საზოგადოებისათვის საშიში ადამიანია და აბსოლუტურად სამართლიანი იქნება, რომ ბუტას საქმეზე ციხეში შეაბრუნონ!“ - განაცხადა ია მეტრეველმა.