logo_geo
eng_logo
ჯემალ ლეონიძე: კომპანია „მაგნატი“ მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და ვახტანგ ბუცხრიკიძემ წამართვეს!
- +

22 ივლისი. 2020. 20:10

 

 

 

„ნაცნობები თუ უცნობები მაფრთხილებდნენ - ხაზარაძესთან საქმის დაჭერას სჯობს, ქონება სხვას აჩუქოო, მაგრამ გამოსავალი აღარ გვქონდა“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ჯემალ ლეონიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ განაცხადა.

 

„პირდაპირ  ვაცხადებ: კომპანია „მაგნატი“ მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და ვახტანგ ბუცხრიკიძემ წამართვეს!

 

2008 წლის ბოლოს „თიბისი ბანკმა“ კომპანია „მაგნატისგან“ საბრუნავი თანხების უკან დაბრუნება მოითხოვა, რაც ჩვენთვის კატასტროფის ტოლფასი იყო. დიახ! საერთო ჯამში კრედიტი 7 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა. ამ დროს კომპანიის მხოლოდ ნავთობ-ბაზებისა და ავტოგასამართი სადგურების ღირებულება 30 მილიონი დოლარი იყო, რაშიც ბიზნესისა და კომპანიის ღირებულება არ შედიოდა. მართალია, 2008 წლის 25 დეკემბერს მამუკა ხაზარაძეს საბრუნავი თანხები მთლიანად დავუბრუნეთ, მაგრამ უსახსროდ დავრჩით და ცოტა ხანში ცხონებული ნოდარ ხადურის პირით, რომელიც მაშინ ჩვენი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი იყო, მან შემოგვითვალა, კომპანია „მარანშიწილის ყიდვა გვინდაო! ნაცნობები თუ უცნობები მაფრთხილებდნენ - ხაზარაძესთან საქმის დაჭერას სჯობს, ქონება სხვას აჩუქოო, მაგრამ გამოსავალი აღარ გვქონდა და ხაზარაძეს „თიბისი ბანკის“ ცენტრალურ ოფისში შევხვდით...

 

შეხვედრას ვესწრებოდით მე, ნოდარ ხადური, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ვახტანგ ბუცხრიკიძე და შუამავალი, რომლის დასახელებაც ახლა საჭირო არ არის. შევთანხმდით, რომ მამუკა ხაზარაძე და „თიბისი ბანკი“ „მაგნატშიშეიძენდნენ 25-პროცენტიან წილს და გადაიხდიდნენ 7,5 მილიონ დოლარს. ხაზარაძეს გავაცანი ჩვენი მენეჯმენტი, უძრავ-მოძრავი ქონება და უცებ გამოგვიცხადა - რაკი წილში შემოვდივართ და აქციონერები უნდა გავხდეთ, 7,5  მილიონის ნაცვლად იქნებ 3 მილიონ დოლარზე შევთანხმდეთო! ანუ პირველი მოგვერდი უკვე გაგვიკეთეს, მაგრამ ამაზეც დავთანხმდით და 2009 წლის 27 მარტს ხელშეკრულებით დავადასტურეთ.

 

ეს სწორედ ის დროა, რომლის შესახებაც მამუკა ხაზარაძე უტიფრად და უსირცხვილოდ გაიძახის - 2008 წლის შემდეგ ჩვენ გავკოტრდითო! თუ მამუკა ხაზარაძე 2008 წლის ომის შემდეგ მართლაც გაკოტრებული იყო,  მილიონ დოლარს მე როგორ გადამიხდიდა, 10 მილიონს კომპანია „მაგნატის“ რებრედინგში როგორ ჩადებდა, ხოლო კიდევ 10 მილიონს საბრუნავ საშუალებებში როგორღა დააბანდებდა?

 

მოკლედ, მოლაპარაკებები იმით დასრულდა, რომ როგორც კი „თიბისი ბანკს“ ჩემი ბოლო ქონება - ავჭალაში, წყალსადენის ქუჩაზე მდებარე უზარმაზარი ავტობაზა გადავეცი, მამუკა ხაზარაძემ ჩემი თავი იმ დღესვე დააჭერინა!

 

ფინანსურმა პოლიციამ დამაპატიმრა ვითომდა მიწების თაღლითური გზით მითვისების ბრალდებით და 10 წელი და 6 თვე მომისაჯა“,- განაცხადა ჯემალ ლეონიძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner