ნიკოლოზ პატარქალიშვილი "გაერთიანებული ერების ხელოვნებისა და მეცნიერების ცეკვის საერთაშორისო საბჭოს" პრეზიდენტად დაინიშნა.
"გაერთიანებული ერების ხელოვნებისა და მეცნიერების კავშირის პრეზიდენტი ბარბარა ტომპსონ ვიუ პატარქალიშვილს ულოცავს და ვიდეოს უგზავნის.
„მოგესალმებით სრულიად საქართველოს და გილოცავთ ნიკოლოზ პატარქალიშვილის "გაერთიანებული ერების ხელოვნებისა და მეცნიერების ცეკვის საერთაშორისო საბჭოს" პრეზიდენტად დანიშვნას.
დიდად კმაყოფილი ვართ მის მიერ გაწეული დიდი შრომისა და საქართველოს მეცნიერებისა და ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლების ცნობადობაზე, რომლებიც შევლენ ხელოვნების, კულტურის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მსოფლიო ისტორიაში.
იმედია, მალე შევხვდებით
საქართველოში
დიდი პატივისცემით, არგენტინიდან ბარბარა ტომპსონ ვიუ
"გაერთიანებული ერების ხელოვნებისა და მეცნიერების კავშირის" პრეზიდენტი“- აცხადებს ბარბარა ვიუ.