შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი იმ „კანონიერი ქურდების" შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნებს, რომლებმაც 2006-12 წლებში საქართველოს საზღვარი უპრობლემოდ გადმოკვეთეს და გადაკვეთეს.
„არაერთხელ გასაჯაროვდა იმ „კანონიერი ქურდების" სია, რომლებმაც 2006-12 წლამდე სახელმწიფოს საზღვარი გადმოკვეთეს და გადაკვეთეს ოფიციალურად და მათ მიმართ არანაირი ზომები არ გამოიყენეს, არავინ დაუკავებიათ და პირიქით, თავისუფლად გადაადგილდებოდნენ", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.