„კულტურის პალატის“ პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო გარემო იმდენად იძაბება, რომ დაინტერესებული პირები ყველა მხრივ საბოტაჟის მოწყობას ცდილობენ, მათ შორის კი შს სამინისტრო ერთ-ერთ განსაკუტრებულ ადგილს იკავებს.
„უკვე მერამდენე დილა იწყება ასე, გულ გახეთქილები ვიგებთ საზარელ ამბებს, ვისმენთ ადამიანურ ტრაგედიებს...
ალბათ იტყვის ბევრი რომ ყველგან არიან მკვლელები, ყველა ქვეყანაშიო, ყველა კონტინენტზე, ამიტომც არის პოლიცია, პროკურატურა და სამართალდამცავი სტრუქტურები - მაგრამ, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, ოპოზიციური გაშუქების სტილი და არსებული ტრაგედიის პოლიტიკურად გამოყენება მიტოვებს შთაბეჭდილებას რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში საბოტაჟის გამწარებული მცდელობაა!
ეს არის მცდელობა მინისტრის და მისი. მართლა ერთგული კადრების დისკრედიტაციის !!!
და ჯამში დარტყმა ბიძინა ივანიშვილზე!!!
არადა ვხედავ რა აქტიურად და თავდადებით მუშაობს გომელაურის სამინისტრო, მუშაობს ყველა სამართალდამცავი სისტემა!!!
უბედურებაა ქვეყნისთვის რომ ოპოზიცია ტრაგედიას იყენებს პოლიტიკური ქულების დასაწერად.“- წერს ოქიტაშვილი.