logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: არსებობენ არამზადები, რომლებიც თავიანთი ვნებების დაკმაყოფილებისთვის მზად არიან შეურაცხყოფა მიაყენონ გარდაცვლილს
- +

22 ივლისი. 2020. 23:51

 

 

 

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

მაქსიმალურად ვერიდები ტრაგიკულ შემთხვევაზე ჩემი მოსაზრების დაფიქსირებას ორი მიზეზის გამო.

პირველი არის ის, რომ ნებისმიერი ადამიანის ტრაგედია და განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანის უბედურება ძალიან მგრძნობიარე საკითხია ოჯახის წევრებისთვის, ნათესავებისთვის, მეგობრებისთვის და საქართველოსთვის.

მეორე მიზეზი კი არის გამოძიებისა და ექსპერტიზის მიმართ ნდობა. დიახ ნდობა, რადგანაც არავის, ვისაც არა აქვს შეხება ინფორმაციასთან, მასალებთან და სპეციალისტების დასკვნებთან არანაირი უფლება არა აქვს აფრქვიოს თავისი მოსაზრებები, რანაირი კეთილშობილური მიზნებითაც არ უნდა იყოს ნაკარნახევი.

სამწუხაროდ და ჩვენი დღევანდელობისთვის საუბედუროდ, არსებობენ არამზადები, რომლებიც თავიანთი ქვენა ვნებების დაკმაყოფილებისთვის მზად არიან თავიანთი ბინძური ხელებით ეპოტინონ და შეურაცხყოფა მიაყენონ გარდაცვლილს, იმ ადამიანებს, რომლებიც მისთვის ძვირფასნი იყვნენ და ყველაზე სენსიტიურ ადამიანურ გრძნობას - გარდაცვლილის პატივისცემას.

მოდით ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი და პირდაპირ ვთქვათ - ამ არსებებს სურთ საქართველოში გამოიწვიონ ის ნეოლიბერასტული აგრესიის ტალღა რაც ვინმე ფლოიდის სიკვდილის შემდეგ ჯერ აშშ-ს, ხოლო შემდგომ ევროპას მოედო.

არაფერი გამოგვივათ!

დამერწმუნეთ - თქვენი მანიაკალური მიზანი მიუღწეველია, რადგანაც ჯერ ერთი ის მარაზმი, რაც დასავლეთში თქვენი სათაყვანო  მდაბიო აზროვნების არსებებმა წამოიწყეს, ფაქტობრივად უკვე ჩაცხრა და ნორმალურად, ჯანსაღად მოაზროვნე საზოგადოება საბოლოო გამარჯვებას მიაღწევს.

და მეორეც - ეს საქართველოა!

თქვენ ამ სიტყვას ვერ გაიგებთ რას ნიშნავს, მაგრამ მაინც იცოდეთ - საქართველოში სადღაც ტრენინგებზე ნასწავლი იდიოტური სქემები არ გამოგადგებათ.

აქ ნორმალურად, ჯანსაღად მოაზროვნე  ხალხის აშკარა უმრავლესობაა

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner