ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„დაკარგული პროგრამისტი გოგონა ტყეში მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახს უკვე აცნობეს ამის შესახებ. მთავარი არხის ჟურნალისტი ნინო გაზდელიანი მიკროფონით დასდევს გარდაცვლილის სახლთან შეკრებილ მეზობლებს და ეკითხება, გამოძიებას რომ დროულად ემოქმედა ხომ გადარჩებოდაო. ისინიც ეუბნებიან: აბა, რა ვიცით, იქნებ გადარჩენილიყოო. გაზდელიანი ასკვნის: მეზობლების აზრით, გამოძიებას რომ დროულად და ეფექტიანად ემოქმედა, 23 წლის ბაჩალიაშვილი შეიძლება გადარჩენილიყოო.
რკინისებური ლოგიკაა! დანარჩენს ჩაჯვი გვარამია და გაბუნია დაასკვნიან. ისინი ჩაერთვებიან გამოძიებაში და ამაღამ თუ არა, დილისთვის გახსნიან დანაშაულს. მცდელობას არც სანაია და მელაძე დააკლებენ.“- წერს ბუთურიშვილი.