logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: დავით გერლიანთან დაკავშირებული პროცესები იყო პროვოკაცია
- +

23 ივნისი. 2016. 12:26

შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი დავით გერლიანთან დაკავშირებულ პროცესებსოდესელების პროვოკაციადაფასებს.

 

 

დეპორტი იყო თუ გამოძევება, ნებისმიერ შემთხვევაში უკრაინული მხარე ვალდებული იყო, ეს ფაქტი ეცნობებინა ჩვენთვის. ეს რომ პროვოკაცია იყო, ყველასთვის დღესავით არის ნათელი. ეს იყო პროვოკაცია და სხვას ვერაფერს დავარქმევ ამ ფაქტს, მაგრამ რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებს, გარემოებები უნდა შეფასდეს ობიექტურად“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

 

 

კითხვაზე, ემთხვევა თუ არა პროვოკაციასთან დაკავშირებით .. კანონიერი ქურდისა და მინისტრის პოზიციები, მღებრიშვილმა განაცხადა, რომ მისთვის უცნობია,კანონიერი ქურდირას თვლის პროვოკაციად ან რა ინფორმაციას ფლობს.

 

 

თუმცა ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია და ვერავინ შემაცვლევინებს ამაზე აზრს, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იყო გამოძევება თუ გამოდეპორტირება, ქართული მხარე უნდა ყოფილიყო საქმის კურსში. გერლიანის შემთხვევაში, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ წარმოებდა, შესაბამისად, ის ვერ იქნებოდა აღრიცხვაზე დაყენებული გამშვებ პუნქტზე. ამასთან, ის შემოვიდა სხვა გვარით. ორ დღეში შს სამინისტროს თანამშრომლებმა იმოქმედეს ოპერატიულად, დაადგინეს მისი ადგილსამყოფელი, მიუხედავად იმისა, რომ მიმალვას ცდილობდა.

 

ძალიან მიკვირს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის ოდესიდან თბილისში მოემგზავრებოდა, მხოლოდ ერთ ტელევიზიას ჰქონდა, ხოლო ოფიციალურ უწყებებს არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner