19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძის, ოჯახის ადვოკატის მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ახლა მთელი ძალისხმევა მიმართულია მკვლელობის ნაწილზე, თუმცა მათთვისაც „მოიცლის, ვისაც დანაშაულის დამალვაზე პასუხისმგებლობა ეკუთვნის“.
„ყველა საკუთარ თავს უფრთხილდება. ვინც სხედან ციხეში, ისინი ხომ ისხდებიან და ვინც არა, ზემოდან მივამატებინებ. ახლა ჯერ მთელი ძალისხმევა მკვლელობის ნაწილზე გვაქვს მიმართული. მაგისთვის მოვიცლი, რომ დავჯდები და კიდევ ერთხელ გავივლი, ვის ეკუთვნის დანაშაულის დამალვაზე პასუხისმგებლობა. ვინც ზის ახლა მშვიდად და ჰგონია, რომ ოჯახს პრეტენზია არ ექნება, შემცდარა“, - აცხადებს ადვოკატი.
მისივე თქმით, ახლა დგება „გამოძიების შემოდგომა“.
„ბევრი ექსპერტიზის პასუხია მოსასვლელი. ახლა დგება ყველაზე მნიშვნელოვანი მთელ ამ გამოძიებაში. ესაა გამოძიების შემოდგომა, როდესაც მოსავალი უნდა აიღო“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.