სოსო მანჯავიძე აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები დღესც აქტიურად გეგმავენ და ახორციელენ პროვოკაციულ, საზოგადოების დამთრგუნველ პროცესებს.
„გემახსოვრებათ 60-მა წუთმა გადაცემა რომ გააკეთა ვალერი ასათიანზე, თითქოს მან რიტუალური მიზნებით ორი ადამიანი მოაკვლევინა.
გადაცემა შეკვეთილი იყო სააკაშვილის მიერ, რათა შევარდნაძის ხელისუფლების საბოლოო დისკრედიტაცია მომხდარიყო.
ასოციაციურმა რიგმა- ბოროტი მთავრობა, კულტურის მინისტრი -რიტუალური
მკვლელი, სისხლი, დანაწევრებული გვამები, ადამიანებში საშინელი აგრესია და გაოგნება გამოიწვია.
ამ გადაცემამ მოწამლა სულიერი ატმოსფერო ქვეყანაში და დაძაბულობა ახალ საფეხურზე აიყვანა.
სხვათა შორის, ამ უბინძურესი გადაცემის შემკვეთები და შემსრულებლები ახლაც ბედნიერად "მოღვაწეობენ" ქართულ პოლიტიკურ და მედია სივრცეში.
იგივე სიტუაციაა დღესაც.
იგივე პოლიტიკური ძალა, იგივე ინფორმაციული ტექნოლოგიები.
ადამიანებისგან უარყოფითი ენერგიის გამოყოფის განუწყვეტელ პროვოცირებას თავისი ღრმა მიზეზები აქვს, რომელიც ვერ აღიქმება პოლიტიკური მოვლენების აღსაწერად მიღებული ტერმინოლოგიური ინსტრუმენტებით.
ვერც პარკეტივით გაპრიალებული მატერიალისტური აზროვნება გაიგებს ამ ადამიანების მოქმედების ალგორიტთმს, ვინაიდან მას ყველაფერი თვითონ ადამიანების მოტივებამდე დაყავს და ვერ ხედავს მოვლენის უხილავ მიზეზებს.
არადა, პროცესი სულ უფრო და უფრო ინფერნალური ხდება, ეს ჯოჯოხეთური მორევი მეტ და მეტ ადამიანს ითრევს ჭაობში.
ლიბერალური კანონმდებლობა პირდაპირ ახალისებს პროცესს და ამ შეპყრობილთა შაბაშის დაცვას უზრუნველყოფს.
ძალიან მძიმე საყურებელია ეს ყველაფერი.“- წერს მანჯავიძე.