„თბილისი პატარა ქალაქია და ბევრმა იცის, რომ ეს ჩვენი გიგა ბავშვობიდანვე კრიმინალური მიდრეკილებების ორფეხი იყო“, - ამის შესახებ გაზეთ „ასავლ-დასავალთან“ აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ გიგა ბოკერიაზე საუბრისას განაცხადა.
ელიზბარ ჯაველიძის განცხადებით, გიგა ბოკერია ორთაჭალის ციხეში პატიმრებს ავტომატით ცხრილავდა.
„თბილისი პატარა ქალაქია და ბევრმა იცის, რომ ეს ჩვენი გიგა ბავშვობიდანვე კრიმინალური მიდრეკილებების ორფეხი იყო. ჯერ კიდევ ღლაპი ბოკერია ავტომობილების აკუმულატორებს იპარავდა! შემდეგ, როდესაც იარაღის ხელში დაჭერა შეძლო, შეუერთდა პუტჩისტებს და თბილისში ავტომატით დარბოდა! ჰოდა, აბა, რა გასაკვირია, რომ ეს კაცისმკვლელი ორთაჭალის ციხის ე.წ. ბუნტისას პატიმრებს „კარმუშკებიდან“ შეყოფილი ავტომატით ცხრილავდა?!“ - განაცხადა ელიზბარ ჯაველიძემ.