პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე სოციალურ ქსელში ჩიორა თაქთაქიშვილს მიმართავს.
„ამ წუთებში ევროსაბჭოში ადმინისტრაციული პატიმრობის საკითხი განიხილება, ჩიორა თაქთაქიშვილი საუბრობს საქართველოში არსებულ ვითარებაზე, რა თქმა უნდა, ნეგატიურ ასპექტში, დაავიწყდა, რომ 90 დღე იყო ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 2012 წლამდე და საქართველო, საერთოდაც, ერთი დიდი საპატიმრო იყო წამებით და ყველა სხვა თანდართული უბედურებებით, დღეს მხოლოდ 15 დღემდეა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა და ისიც, შედარებით იშვიათად არის გამოყენებული! კიდევ კარგი, რომ აქ ვართ, პასუხი გვაქვს ამ სიცრუეზე და კიდევ კარგი, რომ უბრალოდ, მათი პირადი მეგობრების გარდა ამ ზღაპრებს უკვე აღარავინ იჯერებს, თუმცა ქვეყნის მტრობაა თქვენი ქმედება, მტრობა და სხვა არაფერი, ქალბატონო ჩიორა!" - წერს მანანა კობახიძე.