ავტორი ნინო კვაჭანტირაძე
ზემო აჭარაში, ქედის რაიონის სოფელ უჩხითში არაჩვეულებრივი ბიჭი აღმოვაჩინე - რესან ჟოჟაძე, რომელიც ხისგან აი, ასეთ ნივთებს ამზადებს.
ბაბუა დურგალი ჰყოლია და დღემდე მისი დანატოვარი იარაღებით მუშაობს. ჩვეულებრივი საშეშე მასალა შეუძლია გამოარჩიოს, დაამუშაოს, ფორმა მისცეს და ულამაზეს ნივთად აქციოს.
ხის ჭურჭელს გამორჩეული ენერგეტიკა აქვს, ყველა დიასახლისს უნდა ჰქონდეს ხის ქვიჯა და მჭადის მოსაზელი გობიო, ეს ის ნივთებია, რომელსაც ვერ შეცვლის ვერანაირი ჩოფერი და ძვირფასი მასალა...
რესანი ფინანსური მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს, რომ თანამედროვე ჩარხები შეიძინოს, ხის დამუშავების საწარმო გააკეთოს და სოფელიც დაასაქმოს. იდეები ბევრი აქვს, უნდა, ეკოლოგიურად სუფთა, ხის სათამაშოების დამზადება დაიწყოს და იმ დროზე ოცნებობს, მის ხელნაკეთ ნივთებს დამღას რომ დაადებს - „დამზადებულია საქართველოში!“
გაგრძელება იქნება!!!
ნივთების შეკვეთა შეგიძლიათ ამ გვერდიდან, მოიწონეთ, გამოიწერეთ და შეუკვეთეთ სასურველი ნივთი - https://www.facebook.com/Rsn-wood-%