შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, არსებობს ინფორმაციები იმის შესახებ, რომ მოხდეს გიგა ოთხოზორიას მკვლელის ლიკვიდაცია და ეს გამოიყენონ საქართველოს წინააღმდეგ.
„აფხაზეთის დე-ფაქტო პროკურატურამ მიმართა დე-ფაქტო სასამართლოს, რომ ოთხოზორიას მკვლელი დააკავონ. ეს არის სწორი გადაწყვეტილება ისევ და ისევ მისი უსაფრთხოებისთვის. არსებობს ინფორმაციები იმის შესახებ, რომ მოხდეს მისი ლიკვიდაცია, ეს გამოიყენონ საქართველოს წინააღმდეგ და ამით მოხდეს კონფლიქტის ესკალაცია", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.