logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: არსებობს ინფორმაცია, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელის ლიკვიდაცია მოხდეს
- +

23 ივნისი. 2016. 12:44


შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, არსებობს ინფორმაციები იმის შესახებ, რომ მოხდეს გიგა ოთხოზორიას მკვლელის ლიკვიდაცია და ეს გამოიყენონ საქართველოს წინააღმდეგ.



აფხაზეთის დე-ფაქტო პროკურატურამ მიმართა დე-ფაქტო სასამართლოს, რომ ოთხოზორიას მკვლელი დააკავონ. ეს არის სწორი გადაწყვეტილება ისევ და ისევ მისი უსაფრთხოებისთვის. არსებობს ინფორმაციები იმის შესახებ, რომ მოხდეს მისი ლიკვიდაცია, ეს გამოიყენონ საქართველოს წინააღმდეგ და ამით მოხდეს კონფლიქტის ესკალაცია", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner