logo_geo
eng_logo
„ჩემი შვილი მანქანასთან არ მისულა, არც ცხედარი უნახავს“ – ვინ არის მწყემსი, რომელმაც ბაჩალიაშვილის მანქანა იპოვა
- +

23 ივლისი. 2020. 14:07

 

 

თეთრიწყაროს ტყეში, სადაც 22 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი იპოვეს, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ცნობილია, რომ ახალგაზრდა ქალი თავის მანქანაში, უკანა სავარძელში, გარდაცვლილი იპოვეს. 23 წლის გოგოს მანქანა თეთრიწყაროს ტყეში 16 წლის მწყემსმა ორუჯ მუსაევმა იპოვა. არასრულწლოვანის დედა ამბობს, რომ ბიჭმა ავტომობილი იცნო, თუმცა, ახლოს არ მისულა.

 

„მამამისი თეთრწყაროში მიდიოდა, როცა ორუჯმა დაურეკა და უთხრა, მანქანა ვნახე ტყეშიო. მერე პოლიციის თანამშრომლებს დაურეკა. იმათ ნომერი უთხრეს, ჩემმა შვილმა დაუდასტურა, რის შემდეგაც უთხრეს, რომ ავტომობილთან ახლოს არ მისულიყვნენ. ჩემი შვილი მანქანასთან არ მისულა, არც ცხედარი უნახავს. პოლიციამ უკვე დაკითხა. მათაც უთხრა, რომ ტელევიზიით მოისმინა ავტომობილის აღწერილობა და იცნო“, – ამბობს მწყემსის დედა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner