logo_geo
eng_logo
მარტვილის მუნიციპალიტეტში კურორტ ლებარდეს განაშენიანების გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა
- +

23 ივლისი. 2020. 17:05

 

 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კურორტ ლებარდესთვის განაშენიანების გეგმის შემუშავება მიმდინარეობს. გადაწყვეტილების უზრუნველყოფა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალა, დოკუმენტაციას კი საპროექტო ჯგუფი შპს „ბაუ დიზაინი“ ამუშავებს.

 

პირველი გაერთიანებული საჯარო განხილვა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუში გაიმართა, სადაც საზოგადოება გაეცნო, როგორც ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტის ამ ეტაპამდე შესრულებულ სამუშაოს, ისე - სტრატეგიულ  გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშს.

 

ადგილობრივებთან ერთად განხილვას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელოში ალექსანდრე მოწერელია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა  წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული გეგმების შემუშავება აუცილებელია ყველა ტიპის დასახლებისა და პირველ რიგში, კურორტებისთვის, რათა არ მოხდეს ქაოტური, უსისტემო განაშენიანება, შენარჩუნდეს ისტორიული იერ-სახე, მოწესრიგდეს სატრანსპორტო ქსელი  და სხვა სახის ინფრასტრუქტურა.

 

ქალაქთმშებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების ფარგლებში კომპლექსურად გაანალიზდება მდგრადი განვითარების, ჯანსაღი, უსაფრთხო, მოხერხებული საცხოვრებელი და დასასვენებელი გარემოს შექმნის შესაძლებლობები. ეს, ერთის მხრივ, კურორტებს შეუნარჩუნებს სარეკრეაციო და ისტორიულ ღირებულებას და ამავე დროს, არ შეაფერხებს მათ განვითარებას.

 

რაც შეეხება ლებარდეს, არსებობს შესანიშნავი რესურსი, რომ განვითარდეს როგორც მთის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი და ტურისტულად მიმზიდველმა გარემომ უზრუნველყოს კერძო ბიზნესის დაინტერესება სხვადასხვა სფეროში ინვესტირების თვალსაზრისით.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner