„თამარ ბაჩალიაშვილს პირველადი დათვალიერებით სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. პირველადი დათვალიერებისას მას მექანიკური დაზიანებები, ვგულისხმობ ცივი იარაღით მიყენებულ ჭრილობებს, არ აღენიშნებოდა“, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
„თამარ ბაჩალიაშვილს პირველადი დათვალიერებით სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. პირველადი დათვალიერებისას მას მექანიკური დაზიანებები, ვგულისხმობ ცივი იარაღით მიყენებულ ჭრილობებს, არ აღენიშნებოდა. ძალადობის კვალიც ვიზუალურად არ აღინიშნება. სასამართლო-სამედიცინო კვლევის მთავარი მიზანი არის ის, რომ დეტალურად შესწავლილ იქნეს შინაგანი ორგანოები, შესაძლო მედიკამენტების და ნივთიერებების მოხვედრის როლი მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. როდესაც იქნება მეცნიერული დასკვნა, გაგაცნობთ“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.