კასპის მუნიციპალიტეტში, მიმდინარეობს სოფლების ყარაფილა-სარიბარი-ზადიანთკარის თბილისი-სენაკი-ლესელიძეს ჩქაროსნულ მაგისტრალთან შემაერთებელი გზის ასფალტის მეორე პირის დაგების სამუშაოები.
აღნიშნული გზის სრული რეაბილიტაცია 2 ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი 2020 წელს, ხოლო მეორე ეტაპი 2021 წელს დასრულდება. პროექტით გათვალისწინებულია ასფალტის საფარის დაგება 4 200 გრძივ მეტრზე, რ/კ ბეტონის კიუვეტების, ლითონის ცხაურების, ეზოში შესასვლელების და საგზაო ნიშნების მოწყობა.
გზის სრულ რეაბილიტაციაზე 2 550 000 ლარი დაიხარჯება და მას რეგიონალური განვითარების ფონდი და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს. გზის სამუშაოებს კი ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „იბოლია“ ახორციელებს.