logo_geo
eng_logo
კონფლიქტისპირა სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს
- +

23 ივლისი. 2020. 17:51

 

 

კასპის მუნიციპალიტეტში, მიმდინარეობს სოფლების  ყარაფილა-სარიბარი-ზადიანთკარის  თბილისი-სენაკი-ლესელიძეს ჩქაროსნულ მაგისტრალთან შემაერთებელი გზის ასფალტის მეორე პირის დაგების სამუშაოები.

 

აღნიშნული  გზის სრული რეაბილიტაცია 2 ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი 2020 წელს, ხოლო მეორე ეტაპი 2021 წელს დასრულდება.  პროექტით გათვალისწინებულია ასფალტის საფარის დაგება 4 200 გრძივ მეტრზე, რ/კ ბეტონის კიუვეტების,  ლითონის ცხაურების, ეზოში შესასვლელების და საგზაო ნიშნების მოწყობა. 

 

გზის სრულ რეაბილიტაციაზე  2 550 000 ლარი დაიხარჯება და მას რეგიონალური განვითარების ფონდი  და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს.  გზის სამუშაოებს კი ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „იბოლია“ ახორციელებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner