logo_geo
eng_logo
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გმობს საქართველოში პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების ფიზიკურ შეურაცხყოფას
- +

23 ივნისი. 2016. 12:47



2016 წლის 22 ივნისის სხდომაზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსის ჯგუფმა მიიღო შემდეგი განცხადება:

 

სტრასბურგი, 22 ივნისი 2016



ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსი - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება 8 ოქტომბრის არჩევნების წინა პერიოდს საქართველოში. ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულები ვართ რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსის, მათ შორის ჩვენი ყოფილი და ამჟამინდელი კოლეგების და, აგრეთვე, ჟურნალისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, რასაც ადგილი ჰქონდა ახლახან.


ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსი - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა სასტიკად გმობს ამ თავდასხმებს და მოუწოდებს საქართველოს, რომელიც ევროსაბჭოს წევრია 1999 წლიდან, მიიღოს სათანადო ზომები, რათა უზრუნველყოს დანაშაულში პასუხისმგებელ პირთა წარდგენა სასამართლოს წინაშე და მიიღოს პრევენციული ზომები მომავალში ამგვარი ქმედებების აღსაკვეთად. ძალადობა ვერ გამოდგება პოლიტიკური ბრძოლის ხერხად და იმ პირთა დაუსჯელობა, რომლებიც ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს დემოკრატიისთვის. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner