ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სოციალური უფლებების პროგრამის ხელმძღვანელი კოტე ერისთავი „ფრონტერასთან“ დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ერისთავი აღნიშნავს, რომ „ფრონტერა“ ამერიკის კონგრესის ძალისხმევით უბრუნდება საქართველოს:
„გილოცავთ, ამერიკის კონგრესის ძალისხმევით კომპანია „ფრონტერა“ გვიბრუნდება. არადა ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ეს კომპანია საერთაშორისო არბიტრაჟში დავამარცხეთ. განსაკუთრებული მადლობა ბატონებს, ბოკერიას და გვარამიას, რომლებიც აქაურ ფრონტს უმაგრებდნენ ამ სამაგალითო კომპანიას. სულ რამდენიმე დღის წინ, ფრონტერას თანამშრომელმა, რომელსაც 14 თვის ხელფასი არ ჰქონდა აღებული, სიცოცხლე თვითმკვლელობოთ დაასრულა“, - აღნიშნავს კოტე ერისთავი.