სანდრო ბრეგაძე facebook-ზე წერს:
„არ დანებდეთ ბოროტებას, მითუმეტეს, თუ ეს ბოროტება კეთილდღეობის სახით გვევლინება. სწორედ ასეთი ბოროტებაა ე.წ.ერთსქესიანთა ქორწინება. მერწმუნეთ, რომ თუ დღეს გავიმარჯვეთ და წელში გადავტეხეთ ეს ბოროტება, მაშინ ყველა სხვა ბოროტება ბევრად ადვილად დამარცხდება.
რეფერენდუმი გახლავთ გადამწყვეტი მომენტი. თუ რეფერენდუმი ჩავატარეთ, მაშინ 99%-იანი გამარჯვება გარანტირებულია. ყოველივე იცის მტერმაც. ამიტომაცაა, რომ გააფთრებული გვებრძვის. მოძრაობა „ეროვნულებს" ყველა ფინანსური რესურსი გადაგვიკეტეს, კვლავ დადგა უკვე კარგად ნაცნობი ულტიმატუმი - ან ზნეობა, მორალი, რწმენა ან პირადი კეთილდღეობა. პასუხი იგივეა - ზნეობა, მორალი და რწმენა არაფერში გაიცვლება. სულ რაღაც 10 დღე დაგვრჩა 200000 ხელმოწერის შესაგროვებლად. თუ ვერ შევაგროვეთ, მაშინ ე.წ.ერთსქესიანთა ქორწინების მომხრეები გამარჯვებას იზეიმებენ და გზა გაეხსნებათ უზნეობის დასაკანონებლად. ყველაფერი ჩვენს ხელშია!" - წერს ბრეგაძე.