logo_geo
eng_logo
ფსიქოლოგიური ტერორი - ტრაგედიის გაშუქება ქართულად
- +

24 ივლისი. 2020. 00:34

 

 

ახლა კი იმ პრობლემის შესახებ, რომელიც ბოლო პერიოდში მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევებმა კიდევ უფრო მეტი სიმწვავით წარმოაჩინა.

 

იგულისხმება უმძიმესი ფაქტების გაშუქების ახალი ტენდენცია, რომელიც ზოგიერთმა მედია-საშუალებამ დაამკვიდრა. მოვლენების ეთიკურად გაშუქების ყველა სახელმძღვანელოში შავით თეთრზე წერია, რომ მედია პირდაპირ ეთერში მუშაობისას უნდა ცდილობდეს, აქცენტი არ გააკეთოს შოკში მყოფი ადამიანების ტანჯვის ჩვენებაზე, თავიდან უნდა აიცილოს შემზარავი გამოსახულების მრავალჯერადად ჩვენება და მინიმუმამდე უნდა შეამციროს გარდაცვლილთა ახლობლების ხელახლა ტრავმირება. თუმცა ბოლო პერიოდში ეს სტანდარტი არაერთხელ უხეშად დაირღვა. ისევე როგორც უდანაშაულობის პრეზუმფცია და არასრულწლოვანთა უფლებები. ცალკე თემაა ადამიანური ტრაგედიების პოლიტიზირების მცდელობა, რის გამოც ერთი თვის წინ გარდაცვლილი 19 წლის ახალგაზრდის დედას სპეციალური მიმართვის გავრცელება და საზოგადოებისგან დახმარების თხოვნაც კი დასჭირდა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner