logo_geo
eng_logo
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ ,,ვეტერანთა კავშირ დიოსკურიას’’ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
- +

24 ივლისი. 2020. 00:54

 

 

მემორანდუმის მიზანია, მხარეთა თანამშრომლობა ვეტერანთა  პოტენციალის, ცოდნისა და გამოცდილების სრულფასოვანი გამოვლენისა და განვითარებისთვის; მათი ჩართვა საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში;

 

ვეტერანთა კავშირ ''დიოსკურიაში''  გაერთიანებულნი არიან   რესტავრატორები, ლანდშაფტური დიზაინის, არქიტექტურის, ანიმაციის, რეკლამის, სახალხო რეწვის, კონფლიქტოლოგიის, სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და სხვა დარგების სპეციალისტები; ''საქართველოს ავღანეთის ვეტერანთა კავშირის'' ბაზაზე, კავშირმა შექმნა მრავალპროფილიანი სახელოსნო, რომელსაც შეუძლია, აწარმოოს მრავალფეროვანი პროდუქცია უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით; სახელოსნო, გარკვეულწილად, ხელს შეუწყობს ომის მონაწილეთა და მათი ოჯახის წევრების სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციას, ვეტერანების ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას; კავშირი, ასევე,მზადაა, ჩაერთოს სახალხო  დიპლომატიაში  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეული დაბრუნების მიზნით;

 მემორანდუმს ხელი მოაწერეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და ა(ა)იპ ,,ვეტერანთა კავშირ დიოსკურიას’’ დირექტორმა, დავით ჭანტურიამ.

 

მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს უვადოდ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner