ლეილა კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს.
„დღეს ეს ფოტო ფეისბუქზე დადო ბატონი ვიქტორ დომუხოვსკის მეუღლემ, ქალბატონმა რუსუდან კიკალეიშვილმა. 29 წლის წინ გადაღებული ფოტო პირველად ვნახე და გამახსენდა 1991 წლის 17- 18 აგვისტო, როცა მალთაყვაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართა წყალსათხილამურო სპორტის სახეობებში. 18 აგვისტოს ბობოყვათში ამერიკელმა ჟურნალისტმა ინტერვიუ ჩამოართვა ბატონ ზვიადს. მალთაყვისა და ბობოყვათის შეხვედრებს ვესწრებოდი და ვიღებდით. ოპერატორი ამირან მურვანიძე იყო ჩემთან ერთად და უმნიშვნელოვანესი კადრები აღბეჭდა. ეს ფოტო ვინ გადაიღო, არ ვიცი.
18 აგვისტოს, საღამოს, ზვიადი ყაზბეგში გაფრინდა. 19 აგვისტოს მოსკოვში პუტჩი დაიწყო. ამ დღეებში გადააყენა თანამდებობიდან თენგიზ სიგუა და გოგი ხოშტარია. აგვისტოში საქართველოში ჩამოსულმა ჟურნალისტმა, რომელმაც ბობოყვათში აიღო ინტერვიუ პრეზიდენტისგან, უკვე იცოდა, რომ საქართველოში გადატრიალება იყო დაგეგმილი. ამის გაგონებაზე ზვიადი ცუდ ხასიათზე დადგა. მძიმე დღეები დადგა სწორედ აგვისტოდან 29 წლის წინ საქართველოში.“- წერს ლეილა კვირიკაშვილი.