პრაქტიკულად, ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნო კამპანია გახსნა და ეს არის პასუხი კითხვაზე, იქნება თუ არა ის აქტიურად ჩართული ამ კამპანიაში, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარეა და თქვენ იხილეთ ის პარტიული ღონისძიებაზე არა როგორც დამსწრე, არამედ როგორც გამომსვლელი. მან როგორც პარტიის დამფუძნებელმა და ბოლო ათწლეულების განმავლობაში ბევრი სიკეთის ავტორმა სიტყვით მიმართა პარტიის წევრებს, მხარდამჭერებსა და ქართულ საზოგადოებას. პრაქტიკულად, ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნო კამპანია გახსნა. ეს არის პასუხი კითხვაზე, იქნება თუ არა ის აქტიურად ჩართული ამ კამპანიაში“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.