თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მ.კ.-ს განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გ.ნ. ერთხმად ცნო დამნაშავედ.
ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2019 წლის 27 ოქტომბერს ბრალდებულმა გ.ნ.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მ.კ.-ს გულმკერდისა და წელის არეში დანით მიაყენა ჭრილობები, რის შედეგადაც გ.ი. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სასამართლო პროცესზე ბრალდებულ გ.ნ.-ს მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენა დადასტურდა ბრალდების მხარის უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით. ასევე, დაიკითხა ათობით მოწმე, გამოკვლეულ იქნა ვიდეოჩანაწერი, ექსპერტიზის დასკვნები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მკვლელობის ადგილზე და დანაშაულის იარაღზე აღმოჩენილი არაერთი ბიოლოგიური, მიკრონაწილაკური და დაქტილოსკოპიური კვალი.
ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ გ.ნ. დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.