logo_geo
eng_logo
რამზან კადიროვი მაიკ პომპეოს საპასუხო სანქციებს უწესებს
- +

24 ივლისი. 2020. 12:06

 

 

 

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

კადიროვის თქმით, ის ცვლის გადაწყვეტილებას პომპეოს რეგიონში მიწვევის შესახებ.

 

„ვაცხადებ, მის წინააღმდეგ ამოქმედდეს რესპუბლიკაში არსებული ყველა სანქცია, მათ შორის ანგარიშების დაბლოკვის შესახებ. მათ ჩემს წინააღმდეგ იგივე გააკეთეს“, - აღნიშნა კადიროვმა.

 

მისივე თქმით, არ ესმის, რატომ დაუწესა მაიკ პომპეომ მას და მის ოჯახს სანქციები, თუმცა, ხაზი გაუსვა, რომ მომხდარით ამაყობს.

 

„ამით უნდა ვიამაყოთ, ეს ნიშნავს, რომ გვიცნობენ, გლობალურ საკითხებში მსოფლიო დონეზე გვაყენებენ, ჩვენი სახელი მათთვის მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კადიროვმა.

 

შეგახსენეთ, 20 ივლისს აშშ-მა რამზან კადიროვს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ სანქციების დაწესების მიზეზი ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევებია.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner