18-24 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, უაქციზო საქონლის (ჯამში 2 904 კოლოფი, 240 ღერი უაქციზო სიგარეტი და 151,4 კგ უაქციზო და დაუფასოებელი თუთუნი) შენახვის ფაქტები გამოვლინდა, აქედან ერთი შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი.